ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

09 აპრ 2019

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

''მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - წერია ვარსკვლავზე.

ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.

სხდომაზე დელეგატებმა  საქართველოს ევროსაბჭოში  გაწევრიანებას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.