უკვე მესამედ გამოცხადებული ტენდერი სოფელ პირველ მაისში სოციალური სახლის ასაშენებლად

05 მაი 2019

სოფელ პირველ მაისში სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა.  ამ ეტაპზე დოკუმენტები ზუსტდება. 5 სართულიან საცხოვრებელში ბინებს, სოფელ აგარაში მეწყერ საშიშ ზონაში მცხოვრებლები მიიღებენ.

გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს. ტენდერის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება მილიონ 530 ათასი ლარია.