აგარაში ხიდის მშენებლობისათვის 87 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება

08 მაი 2019

სოფელ აგარაში ხიდის მშენებლობისათვის ქედის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აშენდება საავტომობილო ხიდი, რომლის ღირებულებაც 87 ათასი ლარია. აქამდე მოსახლეობა კუსტარულად მოწყობილი ხიდით სარგებლობს.