ქედის მერიაში ხუთ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 9 კანდიდატი მონაწილეობს

06 ივნ 2019

ქედის მერიაში ხუთ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 9 კანდიდატი მონაწილეობს. ვაკანტურია მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე კატეგორიის სპეციალისტის, ასევე მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ზედამხედველობის სამსახურში.

კონკურსია გამოცხადებული მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციაზეც.