უხვმა ნალექმა ქედის მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე დატოვა

13 ივნ 2019

უხვმა ნალექმა ქედის მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე დატოვა. უამინდობამ პრობლემები შექმნა ქედის 15-მდე სოფელში.  ძლიერმა სეტყვამ დააზიანა ნათესები და გაააქტიურა მეწყრული პროცესებიც.

მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობა დახმარებას მთავრობას სთხოვს.  

ამ ეტაპზე ვითარებას თემის რწმუნებულები სწავლობენ, რის შემდეგაც შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია.