ტურნირი ჭიდაობაში

17 ივნ 2019

დამსახურებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების: ნოშრევან დავითაძისა და გელა ზოიძის სახელობის ტურნირი   ქართულ ჭიდაობაში    ჩატარდა შუახევში.  ერთმანეთს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან  66 სპორტსმენი 8 წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდა.  

ტურნირი 2004-2007 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებს შორის გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულები აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.