სარფი-კვარიათის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო

18 ივნ 2019

სარფი-კვარიათის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ღირებულება 996 ათას 530 ლარია. პროექტის ფარგლებში მოეწყო  რკინაბეტონის კიუვეტი,  ლითონის მილი, დამცავი ზღუდარები.

აშენდა საყრდენი კედელიც. საგზაო დეპარტამენტის ინფრომაციით, მიმდინარე წელს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.