„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების ონლაინ-პორტალები

25 ივნ 2019

,,ვეფხისტყაოსნის“ დაახლოებით    55 ენაზე თარგმნილი  ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ონლაინ სივრცეშიც შეეძლებათ. პროექტის პრეზენტაცია  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  გაიმართა.   

ინტერნეტპორტალი ბსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე იქმნება.  პოემის უცხოენოვანი  თარგმანების  შეგროვება  ორი წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე არსებობს პორტალის ანალოგიური, საცდელი ვერსია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პოემის თარგმანების ორიგინალთან შედარება.