მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება - აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში

27 ივნ 2019

გუშინდელ კენჭისყრაზე, ნიკა მელიას დაკავებაზე პროკურატურისთვის თანხმობა „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს არ მიუცია.  ასეთი სულ 4 დეპუტატია: რომან კაკულია, ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე  და მარიამ ჯაში. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.