აქცია პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნით

30 ივნ 2019

პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი ერთი მოთხოვნით გრძელდება, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ტრანსფარანტები, მშვიდობიანი მსვლელობები, მაისურებზე გაკეთებული წარწერები, ლიდერების მიერ ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები და მოშიმშილეები- ეს ყველაფერი მე-11 დღეა პარლამენტთან გრძელდება.