რამდენიმე საათში ქედაში ღვინის ფესტივალი გაიხსნება

07 ივლ 2019

ქედაში ღვინის ფესტივალისთვის ემზადებიან. 16 საათიდან, მახუნცეთში,ქედელი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის მეღვინეები საკუთარი წარმოების ღვინოს წარმოადგენენ.

შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, ასევე, გაიმართება კონკურსი და კონცერტი.