ბათუმსა და ქობულეთში 1 500 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

16 ივლ 2019

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ბათუმსა და ქობულეთში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს და ჯამში 1500 ღერი სიგარეტი ამოიღეს. 

უწყებაში ამბობენ, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვეს.  საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.