ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ჩასარიცხ აპარატს დაეჯახა

17 ივლ 2019

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ჩასარიცხ აპარატს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მძღოლი დაჯარიმდა.