ყალბი რეცეპტის დამზადებისთვის ექიმი დააკავეს

18 ივლ 2019

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დაკავებული მოქმედი ექიმი 10 წელზე მეტია მუშაობს ამ საავადმყოფოში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინვე გაავრცელა.

თუმცა პირველი კომენტარი სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ დღეს გაკეთდა.