სასამართლომ ელგუჯა ბაგრატიონს 4000 ლარიანი გირაო დააკისრა

30 ივლ 2019

ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ელგუჯა ბაგრატიონს აღმკვეთ ღონისძიებად 4000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე ეკრძალება შპს „ურეკი რეზიდენსთან“ მიახლოება. ელგუჯა ბაგრატიონი საქმის პოლიტიკურ სახეზე ლაპარაკობს.