სოფელ გობრონეთთან დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა

05 აგვ 2019

ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ გობრონეთთან დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა. ჩამოსულმა მიწის მასამ და ხეებმა მოძრაობა შეაფერხა  რამდენიმე საათით.

ამ დროისთვის გადაადგილება ცალმხრივადაა შესაძლებელი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.