„ტელე იმედის“ ფილმი აგვისტოს ომზე კრიტიკის მიზეზი გახდა 

14 აგვ 2019

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გუშინ გასული ფილმი, დღეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიცია ტელევიზიას 11 წლის წინ განვითარებული მოვლენების დამახინჯებაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს უპასუხეს ტელეიმედში.

მედიაკრიტიკის პლატფორმა, მედიაჩეკერ.ჯი-ზე კი, ვრცელი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ფილმი რუსული ნარატივის მატარებლადაა შეფასებული.