23 სექ 2019
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს საბჭოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში პირველი არ არის თუმცა მემორანდუმი პირველად გაფორმდა. ეს ითვალისწინებს ერთობლივ სესიებსა და სამუშაო გამოცდილების გაზიარება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე გამოთქვა იმედი, რომ რეგიონები კიდევ უფრო დაახლოვდება.
ჯემალ გამახარიას თქმით, აჭარაში აფხაზი დევნილების ხელშეწყობა და შუღლის გარეშე ცხოვრება მოწმობს, რომ მათ შორის პრობლემები არ არსებობს.
აფხაზეთის მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ.