03 დეკ 2019
საფრთხის შემცველი ხიდი ქედაში - გადასასვლელით სკოლის მოსწავლეები და 40-მდე ოჯახი სარგებლობს. საუბარია სოფელ ჭალახმელაზე და ამორტიზებულ ხიდზე, რომელიც წლებია შეკეთებას საჭიროებს.
გარდა დაზიანებისა, ბაგირზე დაკიდული არამყარი ხიდი საცალფეხოა და გადაადგილებისას რისკს კიდევ უფრო ზრდის. თითქმის იგივე მდგომარეობაა სოფელ აქუცაში არსებული გადასასვლელიც.
განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში აქუცასთვის საავტომობილო ხიდის მშენებლობა ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ჭალახმელის ხიდს კი სავარაუდოდ მომავალში, მხოლოდ ფიცრებს გამოუცვლიან.