შუახევში ორი სახლი მთლიანად დაიწვა, მესამე კი ნაწილობრივ - /ვიდეო/

24 დეკ 2019

შუახევში, ბარათაულის თემის სოფელ ვანში ხანძარი იყო. ორი სახლი მთლიანად დაიწვა, მესამე კი ნაწილობრივ. საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ახლოს იყო, ამიტომ ცეცხლი გვერდით მდებარე ობიექტებზე მალევე გავრცელდა. 

 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სოფელი ქარია, რამაც სავარაუდოდ ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.