ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

25 დეკ 2019

ოპოზიციის გარეშე და 18 ხმით  დაამტკიცეს ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტიც, რომელიც 11 მილიონ 296 ათას 500 ლარია. დღეს სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლებიც ამბობენ, რომ ფინანსური დოკუმენტი არა მოსახლეობის, არამედ უმრავლესობის საჭიროებებსაა მორგებული.