03 თებ 2020
ქედის ბიუჯეტში, მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გათვალისწინებული ისევ არ არის. მერის მოადგილის განმარტებით, განვითარების გენერალურ გეგმაზე, აჭარის მთავრობასთან ერთად მუშაობენ. წელს, ტურისტული ინფრასტრუქტურის თვითამმრთველობას 30 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, რომლითაც 4 ჩანჩქერთან მისასვლელი გზა უნდა მოეწყოს.