გადაადგილება პრობლემურია შიდა სასოფლო გზებზე

10 თებ 2020

დიდთოვლობა მაღალმთიანეთში, თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა,რის გამოც ათეულობით ოჯახს არ მიეწოდებოდა ელექტორენერგია, სოფლამდე მისასვლელი გზებზე მოძრაობა კი ამ დრომდე შეფერხებულია, რის გამოც  საგრძნობლად შემცირდა სკოლებსა და ბაღებში მოსწავლეთა რაოდენობა.ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ დაზიანებებს დღის ბოლომდე შეაკეთებენ.რაც შეეხება გზებს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პრობლემა მალე აღმოიფხვრება.