ხულოს დრამატულ თეატრში სპექტაკლის " ომის ღმერთი“ პრემიერა შედგა

02 მარ 2020

ხულოს დრამატულ თეატრში სპექტაკლის " ომის ღმერთი“ პრემიერა შედგა. წარმოდგენა ფრანგი დრამატურგის იასმინა რეზას პიესის მიხედვით, რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ დადგა.   ერთმოქმედებიანი  ტრაგიკომედია თანამედროვე ოჯახის პრობლემებზე, მშობლებისა და შვილების  ურთიერთობზე მოგვითხრობს.