04 ივნ 2020
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს ბოლო ინსტანციამ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება.
რომლის მიხედვითაც ირაკლი ბარამიძე სამსახურში აღადგინეს და მაუწყებელს 2 წლის განმავლობაში განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. ირაკლი ბარამიძე 2017 წელს ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მაუწყებლის მატერიალური ფასეულობების არამიზნობრივი გამოყენებისთვის გაათავისუფლა.