რიგები ხელვაჩაურის უფასო სასადილოსთან

04 ივნ 2020

რიგები ხელვაჩაურის უფასო სასადილოსთან. ბენეფიციარები ამბობენ, რომ სოციალურ დისტანციას ვერ იცავენ და ამიტომ,  მოითხოვენ, რომ სასადილოს მუშაობა ძველ მეთოდს დაუბრუნდეს და 1 თვის მარაგის სახლში წაღება შეძლონ. უფასო სასადილოს მენეჯერი ამბობს, რომ სასადილოს გარეთ რიგს ვერ გააკონტროლებენ, თუმცა სასადილოში შემომსვლელებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ასევე დაცულია ჰიგიენის ნორმები.  უფასო სასადილოთი 1700-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.