ჩავარდნილი ტენდერი - გარეტყეში სოფლის სახლი აღარ აშენდება

10 სექ 2020

სოფელ გარეტყეში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის სახლი აღარ აშენდება. მიზეზი ჩაშლილი ტენდერია. სახლის აშენების ნაცვლად მისთვის გამოყოფილი თანხით გზებზე გარეგანათებები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები  უკვე დაწყებულია. პროგრამისთვის ჯამში   750 ათასი ლარია გათვალისწინებული.