ქედაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა

30 სექ 2020

ქედაში დღეს 31-ვე უბანში აირჩიეს თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე. დღესვე ყველა საარჩევნო უბანს საჭირო დოკუმენტაცია გადაეცა. უბნები  სადეზინფექციო ხსნარებით და თერმოსკრინინგის აპარატით აღიჭურვება. მე-80 ოლქში სულ 15 ათას 692 ამომრჩეველია რეგისტრირებული.