ქედაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

23 ოქტ 2020

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები დაეჯახნენ. 

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება.