ცხოვრება გაწვიმების შიშით

31 იან 2021

მეწყრული პროცესების რისკი და დაზიანებული საცხოვრებელი, სამნიძეების ოჯახი აცხადებს, რომ მუდმივ შიშში ცხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ. ოჯახს გეოლოგიური დასკვნაც აქვს, სადაც წერია, რომ შენობის საძირკველზე არსებული საყრდენი კედლების გამაგრება-აღდგენითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

მერიაში ამბობენ რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ბიუჯეტი გათვალისწინებულია და ამ ოჯახსაც დაეხმარებიან.