მეწყრული პროცესები მაღალმთიან აჭარაში

24 მარ 2021

მეწყრული პროცესები აჭარის მაღალმთიანეთში. ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა ქედაში, სოფელ სიხალიძეების საავტომობილო გზაზე. სტიქიის შედეგად დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა გუნდაურთან და სიხალიძეებთან, რის გამოც  50-მდე ოჯახს  შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყერი  განვითარდა  ხულოს საავტომობილო გზებზეც, კერძოდ, დიდაჭარა-საციხური- გელაურის მიმართულებით, აქ მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. მიწის მასა ჩამოწვა შუახევის მუნიციპალიტეტში   ცხემლისი-დარგულის, ასევე, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და კობალთის საავტომობილო გზებზე.

ამ მონაკვეთებზე ავტომობილების მოძრაობა სრულადაა შეზღუდული.  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.