დაძრული მეწყრები მთიან აჭარაში

25 მარ 2021

თოვლი, წვიმა და სტიქია აჭარაში. შუახევში,  სოფელ ცხემლისში, ჩამოწოლილი ქვის ლოდების გასაწმენდად ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გარესამყაროსაა მოწყვეტილ  ოჯახებს კი საცალფეხო ბილიკებით უწევთ გადაადგილება. გზა იწმინდებოდა ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქედაში მერისი-სიხალიძეების მიმართულებითაც. 

ხულოს მუნიციპალიტეტში ,დიდაჭარა-საციხური-გელაურის გზა ცალმხრივად გახსნილია.  მეწყრული პროცესები მაღალმთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარდა.