ჩითილების წარმოება ქედაში

19 აპრ 2021

„ქედის ბოსტნეული ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით  პომიდორი“ - ასე ამბობენ ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურების მოვლას დიდ დროს უთმობენ.

ჩითილებისთვის ნიადაგის მომზადება თებერვლიდან იწყება, ადრეული გაზაფხულიდან კი ბოსტნეულის თესლს თესავენ. 

სოფელ ვაიოში მცხოვრები დავითაძეები, პროდუქტის რეალიზაციისთვის , ბაზართან ერთად ინტერნეტს იყენებენ.