კონსერვები ინფლაციის წინააღმდეგ ქედაში

30 აპრ 2021

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობა თავიან საკარმიდამო ნაკვეთში აღებულ მოსავალს ზამთრის მარაგად აქცევს. დიასახლისები ამბობენ, რომ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ბოსტნეულს და ხილს თავად მოიპოვებენ, ხარჯიც ნაკლები აქვთ.