შუახევში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

11 მაი 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა შუახევის მუნიციპალიტეტში.  მოსახლეობამ შეხვედრებზე ძირითადად გარეგანათების, გზის, წისქვილების და მოსაცდელების მშენებლობა შეარჩია.  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 51 ღონისძიება.ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება მიმდინარეობს. პროგრამისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისთვის 628 ათასი ლარია გათვალისწინებული.