ჩითილების ვაუჩერები

28 მაი 2021

შუახევის საჩითილე მეურნეობა ფერმერებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ობიექტია, რადგან ჯანსაღ ჩითილებს აქ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან თვითღირებულების ფასად იძენენ.

სათბური მცენარეების ცივ კლიმატურ პირობებში გამოყვანის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ შუახევიდან იგზავნება საზამთროს ჩითილები აღმოსავლეთ საქართველოში.