ქედის მერია სოციალური სახლის კრიტერიუმებზე მუშაობს

15 ივნ 2021

ქედის მუნიციპალიტეტში ქვათაცვენის შიშის ქვეშ და გეოლოგიურად აქტიური პროცესების განვითარების მოლოდინით ცხოვრება არაერთ ოჯახს უწევს. პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ აგარაში სოციალური სახლი აშენდა. შესახლებისთვის  განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30 ივნისია. როგორ განაწილდება კორპუსში ფართობები მერიაშო შექმნილი სპეციალური კომისია გადაწყვეტს.