მაღალმთიან აჭარაში პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება

29 ივნ 2021

ქედასა და შუახევში პროფესიული სასწავლებლები იხსენება. „ბლექსი“ ამ ეტაპზე ავტორიზაციას გადის, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებშიც დაიწყებს სტუდენტების მიღებას.

ქედაში პირველ ეტაპზე მეფუტკრეობას, ხოლო შუახევში - ელექტროობასა და შედუღებას შეისწავლიან.  პროგრამები ადგილობრივების მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.

პარალელურად ბლექსი მსურველებს მომზადება-გადამზადების პროგრამასაც შესთავაზებს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით. სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში უფასოა.