იდეები ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის

29 ივნ 2021

ვის რა იდეა აქვს თავისი სოფლის განსავითარებლად - ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს საკუთარი იდეების გენერირება და განხორციელება „მონაწილეობით ბიუჯეტში“ შეუძლიათ, საუკეთესოებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. გამარჯვებული იდეებისთვის კი 900 000 ლარი გამოიყოფა. პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.