ქედაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ხევში გადავარდა

21 ივლ 2021

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილი მდინარის ხევში გადავარდა.

ავტომობილებში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. ქედის რაიონულ ჰოსპიტალში ერთი დაშავებული ქალი გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია და ხევიდან მანქანების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.