ვაქცინაცია მუნიციპალიტეტებშიც შეფერხდა

27 სექ 2021

ვაქცინაციის დაბალ ტემპს ქვეყანაში საერთო სურათი აქვს. დიდი ქალაქების მსგავსად სიტუაცია მასშტაბების შესაბამისად იგივეა მუნიციპალიტეტებშიც.

ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია აჭარის მაღალმთიანეთში.  მაგალითად, შუახევის „ევექსის“ ჰოსპიტალში დღეში 80-70-ის ნაცვლად საშუალოდ 50 ადამიანი იცრება.

კლინიკაში "ფაიზერით", "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აცრა ყოველდღიურად არის შესაძლებელი. მუშაობს გამსვლელი ბრიგადაც, თუმცა მოთხოვნა ბინაზე მომსახურებაზეც დაბალია. მუნიციპალიტეტში 4 ათასამდე მოქალაქეა  სრულად აცრილი.