მეორე ტურის სამზადისი ქედაში

23 ოქტ 2021

ქედის მე-80  საარჩევნო ოლქის რამდენიმე სოფელში მეორე ტური გაიმართება. არჩევანი ამომრჩეველმა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის უნდა გააკეთოს.

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ გამარჯვებული კანდიდატი სოფლებში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.