საპატიო ქედელების დაჯილდოვება

30 დეკ 2021

ქედაში წარმატებული და ღვაწლმოსილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, პედაგოგები, მეგზევეები, მწერლები და ექთნები დააჯილდოვეს. დღესვე  ჯილდოები გადაეცა 14 სპორტსმენსა  და 11 მწვრთნელს. ღონისძიება ქედელობის დღესასწაულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბათუმში, 8 ოქტომბერს  მომხდარი ტრაგედიის გამო მუნიციპალიტეტმა უარი თქვა.