დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

18 იან 2022

ქედაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება.  ამ დროისთვის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. გზები მოყინულია, რაც გადაადგილებას აფერხებს. 

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, დაბაში 60-80 სანტიმეტრია.  

დიდთოვლობის გამო  მაღალმთიან აჭარაში ბაღებში სააღმზრდელო პროცესი  1 კვირით გადადებულია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზებზე ქვიშას ყრიან.  

გაწმენდით სამუშაოებში  კი 15 ერთეული ტექნიკაა ჩართული. მუნიციპალიტეტში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.