ვეტერანი სოფლის ექიმი პრობლემების წინაშე

11 თებ 2022

87 წლის მედიკოსზე მოგიყვებით, რომელიც ზედა ჯოჭოში მცხოვრებ 650-მდე პაციენტს სამედიცინო დახმარებას ყოველდღიურად  უწევს. 

გუგული ლეონიძე თანასოფლელებთან მისასვლელად რამდენიმე კილომეტრიან გზას  ფეხით გადის, პაცინეტების ნაწილს კი სოფლის ცენტრში არსებულ თემის სამედიცინო პუნქტში ღებულობს. იგი ნახევარი საუკუნეა პაციენტების სამსახურშია.