მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი ქედაში

24 მარ 2022

ქედაში მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად. მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეული სოფლისთვის გარკვეული თანხა იყოფა. სოფლად მცოხვრები მოქალაქეები ძირითადად აქცენტს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე აკეთებენ. არჩევანის გაკეთებასთან ერთად მოქალაქეებს საკუთარი იდეის შეთავაზებისა და განხორციელების საშუალებაც აქვთ.