14 აპრ 2022
დაბა ქედაში დღეიდან ახალი ელექტრომიკრო ავტობუსი იმოძრავებს. მგზავრობა უფასო იქნება.
მიკროავტობუსი ქედის მერიამ იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 77 ათასი დოლარის გრანტით შეიძინა.
მიკროავტობუსი 10 ადგილიანია და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.