ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შეხვედრა ქედაში 

22 აპრ 2022

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ ახალგაზრდებს  პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დაგეგმილია რამდენიმე  ღონისძიება, მათ შორის ახალგაზრდობის ფესტივალი, ღია სასკოლო იუმორისტული ჩემპიონატი, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი და  ინტელექტუალური თამაშები.

 ახალგაზრდული ცენტრი ასევე გასცემს გრანტებს მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის,  აფინანსებს პროექტებს დამწყები და მოყვარული  ახალგაზრდა ხელოვანების მხარდასაჭერადაც. პროექტებში მონაწილეობა შეუძლია 14-დან   29 წლამდე  მოქალაქეს.