ქედაში არძენაძეების სახლი სრულად დაიწვა

31 მაი 2022

სოფელ დანდალოში არძენაძეების ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. ცეცხლი დამხმარე ნაგებობასაც მოედო. ცეცხლის გაჩენის დროს ორსართულიან ხის სახლში ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა. ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ისინი ახლა თავს ნათესავებთან აფარებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. დაზარალებულებს მერია სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.