ქედის საკრებულოს სხდომა

26 ივნ 2022

ქედის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ორი საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა 2023-26 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე იმსჯელეს.

საკრებულომ ძირითად მიმართულებად ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა და სპორტი აირჩია. გაიზრდება ამ მიმართულებების დაფინანსება. 

სხდომაზე დამტკიცდა საპრივატიზაციო ნუსხა, რომლის მიხედვითაც მერია თავის კუთვნილ დაძველებულ ექვს მანქანას გაყიდის.